ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადაყვანილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი მშობლებმა თავდაპირველად ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც მას პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და დახმარება გაეწია, თუმცა, მძიმე მდგომარეობის გამო, მისი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
“8 რიცხვში იქნა ბავშვი შემოყვანილი თვითდინებით, მშობლების მიერ. 6 წლის ბავშვი შემოიყვანეს ცხელებისა და სუნთქვის უკმარისობის რამდენიმედღიანი ანამნეზით. ბავშვი მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ჩაუტარდა სრულად ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ბავშვს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, ამიტომ, გამოძახებულ იქნა რეფერალური სამსახურის ბრიგადა და ბავშვი გადამისამართდა ბათუმში, სპეციალიზებულ კლინიკაში,” – აცხადებს “რუსთავი 2-თან” საუბრისას ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი სულხან ორჟონია.
მცირეწლოვანი ბათუმის კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ბავშვის ცხედარი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში, ოკუპირებულ აფხაზეთში. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც