ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის დინამოს პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის დინამოს პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა და ფულადი ჯარიმის სახით 6,000 ლარი დააკისრა.
მსაჯზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი 1,200 ლარით და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
გორის დილას გულშემატკივრების ტრიბუნიდან მსაჯისთვის ნასროლი საგნის გამო გორული კლუბი დაისაჯა 2,800 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ.
კოლხეთი - სამგურალის მატჩზე საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ვერდაცვის გამო ფოთელები დაჯარიმდნენ 3,500 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.