ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან შესული მოსაკრებელი ₾62.1 მილიონამდე გაიზარდა

აჭარის რეგიონის სათამაშო ბიზნესის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი 6-წლიან მაქსიმუმზეა და პანდემიამდელ მონაცემებსაც აჭარბებს. რაც შეეხება სტრუქტურას, მოსაკრებლის ძირითადი ნაწილი (85%) სამორინეებიდან არის მიღებული, სათამაშო ბიზნესის სხვა ტიპის სუბიექტებზე მოსაკრებლების მხოლოდ 15% მოდის.
გასულ წელს ბათუმში 13 სამორინე ფუნქციონირებდა, რომელთა მიერ გადახდილი ჯამური თანხა 52.9. მილიონი ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 50%-ით აღემატება.
გასული წლის მონაცემებით, ს სამორინეებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, სათამაშო აპარატები, წინა წელთა შედარებით, 124 ერთეულით გაიზარდა და 1 397 იყო, სათამაშო მაგიდების რაოდენობა კი 18 ერთეულით, 214-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გარდა ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ირიცხება ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტშიც. 2023 წელს ხელვაჩაურის ბიუჯეტში 2.6 მილიონი ლარის მოსაკრებელი ჩაირიცხა.
აჭარის ბიუჯეტში სამორინეებმა საშემოსავლო გადასახადის სახით 28.8 მილიონი ლარი შეიტანეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 38%-ით აღემატება. 2023 წელს სამორინეებში 5 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
აჭარაში მოქმედ სამორინეებს ჯამურად 1.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავდათ, საიდანაც 90% არარეზიდენტი იყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აზარტული თამაშების სექტორს გადასახადი გაეზარდა. თუკი აქამდე მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით იბეგრება.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ