“ბათუმელების” ანგარიშებისთვის ინკასოს დადებაზე Amnesty International-ის განცხადება

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა “ბათუმელების” ანგარიშებისთვის ინკასოს დადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
Amnesty International-ი წერს, რომ გამოცემის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული.
დამოუკიდებელ ქართულ გამოცემა “ბათუმელებს” ანგარიშები გაუყინეს მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო შემთხვევები გამოვლინდა, რომელიც ამჟამად უკანონოდ არის დაკავებული და შებღალული დგას სასამართლო პროცესის წინაშე. Amnesty მოუწოდებს, გამოიძიონ პოლიციის ძალადობის ყველა ბრალდება,” – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, შემოსავლებმა ინკასოს ოფიციალური მიზეზად დავალიანება დაასახელა, თუმცა მედია ორგანიზაციაში თვლიან, რომ რეალური მიზეზი მედია ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია