ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაზისბანკი ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების თვის კონკურსის მთავარი მხარდამჭერია

ბაზისბანკი ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების თვის კონკურსის მთავარი მხარდამჭერია

ოქტომბერი მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ბაზისბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ ყოველწლიურად უერთდება ამ საერთაშორისო კამპანიას და იწყებს პოსტერების კონკურსს სახელწოდებით „კიბერუსაფრთხოება იუმორით“.
კამპანიის მიზანია კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება განსხვავებული, შემოქმედებითი და იუმორისტული კუთხით, მსუბუქი და გასაგები გზით საზოგადოებაში ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ქცევების წახალისება და პირადი ფინანსების დაცვის მიზნით გონივრული მიდგომების დამკვიდრება. 2025 წლის კიბერუსაფრთხოების კამპანიის დევიზია: „დაფიქრდი სანამ გახსნი, არ წამოეგო ანკესს.“
კონკურსს ეყოლება 4 გამარჯვებული: 2 ჟიურის რჩეული, 1 ბაზისბანკის რჩეული და 1 მომხმარებლის რჩეული. ბაზისბანკი კონკურსის მთავარი მხარდამჭერია და გამარჯვებულებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს.
ნამუშევრები მიიღება 24 ოქტომბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები 30 ოქტომბერს გამოვლინდებიან.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
(R)

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.