პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ბაზისბანკის“ მხრიდან „ლიბერთის“ შეძენაზე საქმისწარმოება არ მიმდინარეობს - ეროვნული ბანკი

„ბაზისბანკის“ მხრიდან „ლიბერთის“ შეძენაზე საქმისწარმოება არ მიმდინარეობს - ეროვნული ბანკი

საბანკო სექტორში ახალი გარიგების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც სებ-ში აცხადებენ, „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენაზე ეროვნულ ბანკში საქმისწარმოება არ მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაზისბანკი“ „ლიბერთის“ შეძენითაა დაინტერესებული და მოლაპარაკებებს აწარმოებს.
გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ, მედიასთან ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილი დაადასტურა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც „ბაზის ბანკთან“, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.