ბავშვს, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა დაკაწრა, ვაქცინის დამატებით დოზებს უკეთებენ

“ბოკერიას სახელობის კლინიკაში” გრძელდება 14 წლის მოზარდისთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
ბიჭი 26 ნოემბერს თბილისში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ძაღლმა დაკაწრა. ძაღლი რამდენიმე დღეში ცოფით მოკვდა.
მოზარდს სამი ვაქცინა უკვე გაკეთებული ჰქონდა. თუმცა, პროტოკოლის მიხედვით, თუ საეჭვო ცხოველს ცოფი დაუდგინდება, აუცილებელია ჯამში ხუთი ინექციის გაკეთება.
მოზარდის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა. შემტყობინებელი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბავშვი დაკაწრა. ის ითხოვდა, რომ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა ჩასტარებოდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პასუხის მიღებიდან მალევე, 19 დეკემბრის გვიან საღამოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა და მოზარდის მოძებნაში დახმარება ითხოვა.
ბავშვის იდენტიფიცირებას ართულებდა ის ფაქტი, რომ კამერების ხედვის არეალში არ ექცევა კახეთის გზატკეცილზე “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა.
მოზარდი თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურმა ცენტრმა 20 დეკემბერს იპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ