ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, ბავშვთა შრომის უფლებებთან დაკავშირებით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის დღეს, პარლამენტში, ონლაინ-შეხვედრა გაიმართა, რომელიც ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას, რომლის თემაც „ბავშვთა შრომითი უფლებები საქართველოში გამოწვევები და გადაჭრის გზები" იყო, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი უძღვებოდა.
„შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის ექსპერტმა შეხვედრის თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გააკეთა, რომელზეც მთავარი ყურადღება ბავშვთა შრომასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის, ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვებისთვის არსებულ მომსახურებებზე და ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით გამოწვევებზე გამახვილდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრობლემის დაძლევის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები. განსახილველ საკითხზე დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, თბილისის მერიის წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.