არქივი23 ივნისი, 2026, 14:06
ბავშვთა ჰოსპისი: გვჯერა, ჰოსპისიდან გაფრენილი და მარადისობაში გადასული პატარა ციცინათელები იქ, ზეცაში, სიყვარულით გაუნათებენ გზას ამ განსაკუთრებულ ადამიანს

ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა:
ღრმა მწუხარებით ვემშვიდობებით საოცარ ადამიანს, თემურ უგულავას, რომლის სიკეთემ, პროფესიონალიზმმა და დიდმა გულმა ჩვენს ქალაქს არაერთი გამორჩეული შენობა თუ მნიშვნელოვანი პროექტი აჩუქა.
მას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ჰოსპისის შექმნასა და განვითარებაში. ის არა მხოლოდ „ციცინათელების ქვეყნის“ აშენების დროს იდგა ჩვენ გვერდით, არამედ წლების განმავლობაში მუდმივად ზრუნავდა მძიმე სენთან მებრძოლ ბავშვებზე, თანამშრომლების კეთილდღეობაზე და ყოველთვის მხარს გვიჭერდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში.
ჩვენთვის დიდი პატივი იყო მასთან თანამშრომლობა, მისი მეგობრობისა და თანადგომის განცდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.