ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბავშვები თვითონ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის სასარგებლო და მავნე, ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხები – ანრი ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე განმარტებას აკეთებს:
„მოჭარბებული პოპულარიზაციისა და პროპაგანდისგან ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვა და, რაც მთავარია, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, ვინაიდან არასრულწლოვანები, ბავშვები თვითონ ვერ ხვდებიან, რა არის მათთვის სასარგებლო და მავნე. ამიტომ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს აქ და დაარეგულიროს ეს საკითხები ისე, რომ არც არავის უფლებები შევლახოთ და, რაც მთავარია ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოვიყვანოთ სისრულეში“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.