ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე - ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს

ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს, - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა იცის რომ „გარდაუვალად მარცხდება“.
„ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ივანიშვილი უკვე ცრუ დაპირებებსაც ვეღარ აძლევს ადამიანებს და იცის რა, რომ გარდაუვალად მარცხდება ცდილობს თავისი მცირერიცხოვანი ამომრჩევლის მობილიზაციას.
ეს, რა თქმა უნდა, ვერ იხსნის ივანიშვილს დამარცხებისგან, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს!”, - წერს ჯაფარიზე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.