ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ გვინდა ვუთხრათ თანამოქალაქეებს, რას ვაპირებთ გავაკეთოთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე - ეს არის 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილი, მეგაპროექტების დასრულება, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მობრუნება ქვეყნის

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, თელავში მიმდინარე „დემფესტზე“ მედიასთან საუბრისას, იმ გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისი გუნდი განახორციელებს.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 1000 ლარი გახდება და 200 000 მეტი სამუშაო ადგილი შეიქნება.
„ჩვენ გვინდა ვუთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს ის, თუ რას ვაპირებთ გავაკეთოთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ეს არის 1000-ლარიანი პენსია, ეს არის 200 000 სამუშაო ადგილი, ეს არის მეგაპროექტების დასრულება, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მობრუნება ჩვენი ქვეყნის, ეს არის ემიგრაციის დაბრუნება სამშობლოში. აი, ამაზე ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს და დღესაც ჩვენი დრო იქნება დათმობილი სწორედ ჩვენი პროგრამის გასაცნობად მოსულ ადამიანებთან ურთიერთობას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.