ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსწონთ თუ არა, ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც დასავლური სამყარო ესაუბრება, არის სალომე ზურაბიშვილი

დღეს, ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო, ესაუბრებიან პრეზიდენტები, არის სალომე ზურაბიშვილი, ეს მოსწონს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ არ მოსწონს , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს’ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებას.
ჯაფარიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი რომ ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელია, „ფაქტი, რეალობა და მოცემულობაა“.
„დღეს, 89 ადამიანი იკრიბება და თავის თავს უწოდებს პარლამენტს. მათ შეიძლება სხვადასხვა მაღალფარდოვანი სახელები მოიგონონ, მაგრამ ცხადია, რომ 89 ადამიანი არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი ვერ იქნება. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ადამიანები იღებენ, ცხადია, არის ასევე, სრულიად უკანონო და არალეგიტიმური. ამიტომ, დღეს, ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო, ესაუბრებიან პრეზიდენტები, არის სალომე ზურაბიშვილი, ეს მოსწონთ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ არ მოსწონთ. ეს არის მოცემულობა, ფაქტი და რეალობა. მათ შეუძლიათ ერთმანეთი გაამხნეონ, ერთმანეთი დანიშნონ მინისტრებად, კომიტეტების თავმჯდომარეებად, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება „ფეიკი“ , რადგან ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და არალეგიტიმური პარლამენტი“, -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე – სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ – თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს

მიხეილ ყაველაშვილი – შინდისის გმირებმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით – სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია