ბადრი ჯაფარიძე – საფუძვლიანად არიან ინფორმირებულები, რა მავნებლობასაც ჩადის „ქართული ოცნება“ – ინსტრუმენტები ცნობილია, ყველაფერი აქვს აშშ-ს, რაც შეიძლება მწარედ აისახოს „ქართული ოცნების“ ლიდერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე

საფუძვლიანად არიან ინფორმირებულები, რა მავნებლობასაც ჩადის „ქართული ოცნება“ – ინსტრუმენტები ცნობილია, ყველაფერი აქვს შეერთებულ შტატებს, რაც შეიძლება მწარედ აისახოს „ქართული ოცნების“ ლიდერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გეგმები ვერ განხორციელდება, „ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს ქართველ ხალხს, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტრული დამოკიდებულებისა“.
„აშშ მიიღებს ყველა იმ ზომას, რომელიც ქართველ ხალხს სჭირდება, რათა დაცული იყოს დემოკრატიული მისწრაფებები. მთავარია, რომ ყველა ინსტრუმენტი აქვს აშშ-ს საკუთარ განკარგულებაში. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ უფრო მეტად იქნება ქართველი ხალხის გვერდით, „ქართული ოცნების” გეგმები ჩაიფუშება. საფუძვლიანად არიან ინფორმირებულები, რა მავნებლობასაც ჩადის “ქართული ოცნება”. ინსტრუმენტები ცნობილია, ყველაფერი აქვს შეერთებულ შტატებს, რაც შეიძლება მწარედ აისახოს “ქართული ოცნების” ლიდერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგრამ, არ არის ეს მათი თვითმიზანი, მათი ამოცანაა დემოკრატიული მისწრაფებები დაცული იყოს”,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება