ბადრი ჯაფარიძე – რასაც “ქართული ოცნება” აპირებს, ეს არის განზრახული მცდელობა, რომ საქართველო ევროკავშირის მიღმა დარჩეს – წინააღმდეგობის გაწევა გაგრძელდება მშვიდობიანად, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება

რასაც “ქართული ოცნება” აპირებს, ეს არის განზრახული მცდელობა, რომ საქართველო ევროკავშირის მიღმა დარჩეს – წინააღმდეგობის გაწევა გაგრძელდება მშვიდობიანად, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, რათა ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი თავისუფლების დაკარგვას არ შეეგუება.
“ქართველი ხალხის რეაქცია იმაზე, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა, ბუნებრივია, რადგან ქართველი ხალხი თავისუფლების დაკარგვას არ შეეგუება. ასევე, არ შეეგუება ევროპული პერსპექტივის დაკარგვას. რასაც “ქართული ოცნება” აპირებს, ეს არის განზრახული მცდელობა, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის მიღმა. ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება. წინააღმდეგობის გაწევა გაგრძელდება მშვიდობიანად, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, რათა ამ კრიზისიდან გამოვიდეთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში