ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტ მაკრონის ჩართულობა უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვას – რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად ვართ და ამ დიალოგის საგანი უნდა იყოს ახალი არჩევნების ჩანიშვნა

პრეზიდენტ მაკრონის ჩართულობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვას – რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად ვართ და ამ დიალოგის საგანი უნდა იყოს ახალი არჩევნების ჩანიშვნა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი პროცესში აქტიურ მონაწილეობას გააგრძელებს.
„პრეზიდენტ მაკრონის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვითარების დადებითი განვითარება და შემდგომ მისი ჩართულობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, კრიზისის განმუხტვას. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი მაკრონი გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. რაც შეეხება დიალოგს – რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად ვართ. ამ დიალოგის საგანი უნდა იყოს ახალი არჩევნების ჩანიშვნა,“ -განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.
ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა