ბადრი ჯაფარიძე – მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის უკულტურო ხელისუფლება

ახლა მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის უკულტურო ხელისუფლება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კულტურის ახალი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქართულ კულტურას დიდი ზიანი მიაყენა.
„მათ ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩათ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საკადრო ცვლილებები რაიმე მნიშვნელობის მატარებელი არ არის იმიტომ, რომ ეს გამორჩეული ძალაა, რომელსაც დიდი ზიანი აქვს მიყენებული ქართული კულტურის მიმართ,“ -განაცხადა ბადრო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია