ბადრი ჯაფარიძე – ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას – ახლა ჯერი ჩვენზეა

ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ და მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპული ინტეგრაციის გზაზე , – აღნიშნულით „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებას ეხმაურება.
ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატვა.
„ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ სწრაფად შევძლოთ შემდგომი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა, რაც უკვე იქნება გამოხატული გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაში.
კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებამ, რომ ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ევროპული თანამეგობრობის მიერ აღიარებულია, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი, როგორც ქვეყანა, როგორც პარტნიორი და შესაბამისად ახლა ჯერი ჩვენზეა, იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები რეფორმების გზაზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…