ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე - აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა!

ბადრი ჯაფარიძე ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე - აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა!

აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობის შეხვედრა ჰქონდათ კონგრესმენ ჯო უილსონთან, რომელიც „ქართველი ხალხის მხარდამჭერია“.
„უილსონი საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
შეხვედრისას მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სამართლიანი მოთხოვნებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.
ახალი ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ამ უმნიშვნელოვანეს პროცესებში ჩვენ გვერდით დგას!“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.