ბადრი ჯაფარიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრების ვიზიტზე – ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენი მეგობრების მიმართ, კიდევ ერთი დემარშია

ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი დემარშია, ჩვენი მეგობრების მიმართ, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ბუნდესტაგის წევრების საქართველოში ვიზიტს.
მისი შეფასებით, ბუნდესტაგის წევრები საქართველოში იმ პრობლემებზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აქვს.
„ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი დემარშია, ჩვენი მეგობრების მიმართ. ხელისუფლების მხრიდან ასეთი დემარშები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა. ბუნდესტაგის მრავალპარტიული პარტია იმისათვის ჩამოვიდა, რომ ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეიქმნა და ამის პასუხად პაპუაშვილი და მისნაირები მათ არ ხვდებიან. კვლავ ვისმენთ პაპუაშვილის მხრიდან აბსურდულ განცხადებებს, რომელიც აბსურდულობის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. მისი განცხადებები უსაფუძვლო და დამაზიანებელია”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული