ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროკურატურაში დაიბარეს და მზად არის, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოცხადდეს

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროკურატურაში დაიბარეს და მზად არის, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოცხადდეს

“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებული „უსაფუძვლო გამოძიების” ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ის მზად არის, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოცხადდეს.
„თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება.
პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სურთ ჩემი მოწმის სახით გამოკითხვა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ადვოკატის განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაზუსტდა.
რა თქმა უნდა, აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება ე.წ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას.
შესაბამისად ვსარგებლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით მონიჭებული უფლებით და მზად ვარ ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად, პროკურატურის ნაცვლად გამოვცხადდე მაგისტრატ მოსამართლესთან“,- წერს ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.