ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრი ჯაფარიძე - ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგულ მეგობრად რჩება და გააგრძელებს მხარდაჭერას ჩვენი ხალხისადმი, ეს მხარდაჭერა ორპარტიული და უცვლელია

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს.
აღნიშნულის შესახებ მან საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეერთებული შტატები ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ერთგულ მეგობრად რჩება და გააგრძელებს მხარდაჭერას ჩვენი ხალხისადმი, ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული, უცვლელი მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, [ეს ვიზიტი] კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორედ ამ ურყევი, ორპარტიული მხარდაჭერის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.