ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა” ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადად 50 დღე განისაზღვრა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ჯაფარიძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
გამოკითხვის შემდეგ ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)