ბადრი გრიგალაშვილი: ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური
"ძაღლზე მოძალადე კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯესო უხარია ხალხს, რომელთა დიდ ნაწილსაც მინიმუმ ერთი ცხოველი ან ფრინველი მაინც აქვს შეჭმული ამ ახალ წლებზე.
თან ეს იმის ფონზე, როცა ადამიანზე მართლა მოძალადე ალტ-ინფოელები ხელშეუხებლად გადაადგილდებიან ქუჩებში.
პ.ს. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაჭერა არ მგონია ნორმალური. კანონის გარეშეც შეიძლება საზოგადოება შეთანხმდეს რა არ მოსულა," -
პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში მარნეულში ძაღლზე ძალადობის ფაქტს ეხმიანება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ, 10 იანვარს შეუფარდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.