ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო კომპლექსის დიდ დარბაზში გაიმართა.
გამოცემის ცნობით, მიწვეულ სტუმრებს შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი და რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წარმომადგენლები იყვნენ.
ბადრა გუნბას ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა და 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე მიიწვია.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემების თანახმად, 1-ელ მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ ხმების 54,73% მიიღო და ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.