ბაბუის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც აქციაზე დააკავეს, დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, სახის არეში, კერძოდ კი შუბლზე, დაზიანებები აქვს მიყენებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

აქციაზე დაკავებული დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა – უწყება სასამართლოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული