“ბაბუაჩემს მაგონებს შენი წერის მანერა… არაორდინალური საჯარო მოხელე” – რას წერდა ცოტნე გამსახურდია გიორგი კეკელიძეზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, მწერალს, ეროვნული ბიბლიოთეკის იმჟამინდელ დირექტორს, ს, რამდენიმე წლის წინ, დაბადების დღეს ულოცავდა და წერდა:
“გილოცავ, ჩემო გიორგი! მართლაც არაორდინარული საჯარო მოხელე, რომელსაც არ დაუკარგავს გულისხმიერება, არ მოწყვეტილა რეალობას და ინარჩუნებს რეფლექსიის უნარს. რაღაცით მაგონებს ბაბუაჩემს შენი წერის მანერა, თუმც ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი, ალბათ იმითაც, რომ არ წყვეტ მენტალურ კავშირს შენ ფესვებთან, შენ მშობლიურ და ჩემ საყვარელ გურიასთან… მრავალს დაესწარი!”
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გიორგი კეკელიძე კი კარგად მუშაობდა, მაგრამ დიდხანს იყო ეროვნული ბიბლიოთეკის სათავეში და მხოლოდ ამიტომ უნდა გაეთავისუფლებიათ. მის ადგილს კი, დაიკავებს, რომელიც მედიასთან ამბობს, რომ შეთავაზებას მაშინვე დასთანხმდა და “გიორგი კეკელიძე ნიჭიერი ადამიანია და საქმეც იცის, მაგრამ შეუცვლელი არავინაა.”