არქივი8 მაისი 2025, 09:53
ბაადურ ჯობავამ “Baku Open 2025”-ზე მეორე ადგილი დაიკავა

ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ წარმატებით იასპარეზა ბაქოში დასრულებულ საერთაშორისო ფესტივალზე “Baku Open 2025”, სადაც 11 ქვეყნის 60 მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ფესტივალის მთავარ ‘A’ ტურნირში, ბაადურმა 9 შესაძლებლობიდან 6.5 ქულა დააგროვა, II–III ადგილი ხაზარ ბაბაზადასთან (თურქეთი) ერთად გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილი დაიკავა.
პირველ ადგილზე 7 ქულით ევროპის მოქმედი ჩემპიონი — ალეკსანდარ ინდჟიჩი (სერბეთი) გავიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.