ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახმეტის მუნიციპალტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრის გახსნას დაესწრო

ახმეტის მუნიციპალტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრის გახსნას დაესწრო

ახმეტის მუნიციპალტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრის გახსნას დაესწრო
ახმეტის მუნიციპალტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრის გახსნას დაესწრო.
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ცენტრი, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს და მოზარდებს ევროპული ხარისხის მუსიკათერაპიის სეანსებს სთავაზობს.
თერაპიული ცენტრის გახსნის მიზანია, საჭიროების მქონე ბავშვებმა გაიუმჯობესონ: ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, შემეცნებითი ფუნქციები, ენა და მეტყველება, ყურადღების კონცენტრირების უნარი, იმპულსის შეკავება, ქცევის და ემოციის თვითრეგულაცია, ერთობლივი თამაშის უნარები, სოციალური ცნობიერება და კომპეტენცია, სენსორული აღქმის ზღურბლის ნორმალიზება.
ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრის გახსნას ახმეტის მუნიციპალტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Previous: „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ეს არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.