ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახმეტაში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა გაიმართა

ახმეტაში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა გაიმართა

ახმეტაში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეებმა თავდაპირველად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლების ცვლილება ერთხელ მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები როგორც მსვლელობისას, ასევე, სიტყვით გამოსვლის, მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციებს შეუერთდნენ. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ევროპულ ვექტორზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია.
აქციის მონაწილეები დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ.
პროტესტი მიმდინარეობს კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.