ახლო აღმოსავლეთში ტრამპის წარმომადგენელი – უკრაინაში სარეზიდენტო არჩევნები იქნება – ზელენსკი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო შეთანხმება მისცეს, რასაც კი ოდესმე მიიღებს

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში მთავარ პრობლემას ყირიმი და ე.წ. ოთხი რეგიონი წარმოადგენს, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი აზრით ამ კონფლიქტში მთავარი პრობლემა ყირიმი და ე.წ. ოთხი რეგიონია: დონბასი, ლუგანსკი და კიდევ ორი. ისინი რუსულენოვანი რეგიონებია და რეფერენდუმები ჩატარდა, სადაც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა სურთ. ვფიქრობ, ეს ამ კონფლიქტის მთვარი საკითხია“, – განაცხადა უიტკოფმა.
ამასთან, უიტკოფის თქმით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია.
„დიახ იქნება. ამაზე უკვე შეთანხმდნენ და უკრაინაში არჩევნები იქნება. ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ის ძალიან რთულ მდგომაროებაშია, მაგრამ წინააღმდეგობას ბირთვულ სახელმწიფოს უწევს, რომელსაც ოთხჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. ახლა შეთანხმების მისაღწევად საუკეთესო დროა და პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო შესაძლო შეთანხმება მისცეს, რასაც კი ოდესმე მიიღებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?