ახლო აღმოსავლეთში ომის 74-ე დღეა – ღამით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმები დაფიქსირდა

ახლო აღმოსავლეთში ომის 74-ე დღეა. ღამით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმები დაფიქსირდა. ადგილობრივმა სამედიცინო წყაროებმა მედიასთან განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა, ანკლავში ალ-ალჰის საავადმყოფო დაარბიეს.
“ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანკლავში ჯაბალიას თავშესაფარში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ისრაელს ომის შემდეგ ეტაპზე გადასვლის დაგეგმვისკენ მოუწოდა, განიხილა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის შემცირება. თუმცა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ შტატები ისრაელს სამხედრო ოპერაციის ვადებსა და პირობებს არ კარნახობს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ღაზაში ოპერაციის შემდეგ ფაზაზე ეტაპობრივად გადავა.
დიდი ალბათობით, დღეს, გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება