ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახლო აღმოსავლეთის ტურნეში ბლინკენი ცდილობს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს კრიზისით გამოწვეულ ახალ ტურნეში, რომელსაც 5 თებერვალს იწყებს.
მოლაპარაკებების თემები იქნება ღაზის რეკონსტრუქცია და პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსების პერსპექტივები, თუ ისრაელი და აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასი დათანხმდებიან მძევალთა შესახებ შეთანხმებას - აცხადებს ერთ-ერთი ოფიციალური პირი.
ბლინკენის ტურნე საუდის არაბეთში იწყება, ეს სახელმწიფო მდივნის მეხუთე ტურნეა ახლო აღმოსავლეთში მას მერე, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს დაესხა თავს - რასაც მოჰყვა ისრაელის მხრიდან მასშტაბური შეტევა ღაზაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.