არქივი20 აგვისტო, 2024, 11:12
ახლობლების ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახალგაზრდა კაცი დაიკარგა
1 კვირაა ოჯახი დაკარგულ კაცს ეძებს. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შეატყობინეს რომან ძირკველიშვილი 13 აგვისტოს მერე აღარ გამოჩენილა. ახლობლების ცნობით, ბოლოს ის საქართველო-რუსეთის საზღვართან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ძირკველიშვილი რუსეთში, მეუღლესთან მიემგზავრებოდა. ინფორმირებულია პოლიციაც.
ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე 558 93 34 11
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.