ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები – ვანო ნადირაძე აქციის მონაწილეებს

ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი, – ასე მიმართავს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეებს სოციალური ქსელის მეშვეობით.
ნადირაძის მოსაზრებით, „შერბილებულ ქცევას” საპოლიციო ძალების მხრიდან, პროტესტის მონაწილეები არ უნდა აჰყვნენ და პირიქით, მეტი რადიკალიზმისკენ მოუწოდებს მათ.
„როგორც ვატყობ, რუსეთისგან მათ ახალი რეკომენდაციები აქვთ. დარბევები შეაჩერონ და გადავიდნენ ოპერატიულ მუშაობაზე აგენტურის მეშვეობით რომ ჩვენ შიგნით გამოიწვიონ რღვევა. ამიტომ ქუჩამ არ უნდა მიიძინოს , იმ ფონზე რომ არ გარბევენ. პირიქით ახლა უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ქუჩაში, მეტი რადიკალიზმი, განსაკუთრებით ახლა როცა თვითონ შსს აქვთ არა სახარბიელო სიტუაცია. ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი. არ აჰყვეთ მათ თამაშს , მათ “ვითომ” შერბილებულ ქცევას, ეს არის დროებითი,მოჩვენებით მათი ქცევა , სანამ ისევ სულს გამოითხოვენ. აქამდე ისინი იყვნენ აგრესიულები ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ. ნუ აჰყვებით მათ თამაშს!!!!”, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს