ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით, მას შემდეგ, რაც კიევი და მისი მოკავშირეები სამშვიდობო გეგმასა და უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით, მას შემდეგ, რაც კიევი და მისი მოკავშირეები სამშვიდობო გეგმასა და უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა არის წინადადება, რომელიც კიევისთვის მტკიცე და კარგად განსაზღვრულ უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს.
ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც, მისი თქმით, კარგად გაწვრთნილები და საბრძოლო გამოცდილების მქონეები არიან.
„ევროპელების ამოცანა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინული არმიაც კარგად იყოს აღჭურვილი“, – აღნიშნა ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მუშაობს გეგმებზე, რათა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობა უზრუნველყოს.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.