ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახლა ვხედავთ უპრინციპობის ზეიმს ოპოზიციაში

„ნიკა გვარამია ახლა საუბრობს პრაგმატულ პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი, რუსეთთან მიმართებით, რაც, მისივე თქმით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას გულისხმობს. და ჩვენ სხვას მეტს რას ვამბობდით?“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს დახარჯავს, ეს პრობლემა არ არის. ეს კი ოპოზიციის უპრინციპობის მორიგი მაგალითია.
„დიახ, ქართველი ამომრჩევლის ნებაა სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, დეოკუპაცია, სრული სუვერენიტეტი და ა.შ. რადიკალური ოპოზიცია კი, რომლის წარმომადგენელიც არის ნიკა გვარამია, ყოველთვის ემოციურ გადაწყვეტილებებსა და აღქმის პოლიტიკას გვახვევდა თავს.
მსუბუქად რომ შევაფასოთ – ახლა ვხედავთ უპრინციპობის ზეიმს ოპოზიციაში. ადამიანები, რომლებიც ღიად ლანძღავდნენ კეზერაშვილს, ახლა მის დაფინანსებაზე არიან; ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს დახარჯავს, ეს პრობლემა არ არის; ადამიანები, რომლებიც მევახშეებს და სხვა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს უწოდებდნენ ერთმანეთს, დღეს ერთად სხედან და მაღალ მატერიებზე საუბრობენ. ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე.“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
Previous: ძალიან მალე გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს თითქმის ყველა ქვეყანა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.