ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახლა ვნახავთ ვინ დგას ქვეყნის მხარეს – ედიშერ გვენეტაძე

ახლა ვნახავთ ვინ დგას ქვეყნის მხარეს – ედიშერ გვენეტაძე
“ქართული ოცნების” ახალი, ისტორიული ინიციატივა ლგბტ პიარის აკრძალვაზე აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი. ახლა ვნახავთ ყველა ერთად – ვინ დგას ქვეყნის მხარეს და ვინ დგას აგენტურის და თავსმოხვეული ლგბტ თემის მხარეს, – ასე ეხმიანება ედიშერ გვენეტაძე საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
მისი თქმით, ახლა მოხდება ყველაფრის ლუსტრაცია და ყველა აგენტი და ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტი გაშიშვლდება ქვეყნის და ერის წინაშე.
“ქართული ოცნების” ახალი, ისტორიული ინიციატივა ლგბტ პიარის აკრძალვაზე აუცილებლად გახდება ენჯეოების თავდასხმის საგანი. ახლა ვნახავთ ყველა ერთად – ვინ დგას ქვეყნის მხარეს და ვინ დგას აგენტურის და თავსმოხვეული ლგბტ თემის მხარეს. ახლა მოხდება ყველაფრის ლუსტრაცია. ყველა აგენტი და ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტი გაშიშვლდება ქვეყნის და ერის წინაშე!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.