ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ახლა ვკითხულობდი აი, ამას და ვინმემ იქნებ ამიხსნას ქოცებს რა უხარიათ?“ – ნინო ჯანგირაშვილი

,,ახლა ვკითხულობდი აი, ამას და ვინმემ იქნებ ამიხსნას ქოცებს რა უხარიათ?“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,ახლა ვკითხულობდი ერთ–ერთ დასავლურ მედიაში აი, ამას და ვინმემ იქნებ ამიხსნას ქოცებს რა უხარიათ? თუ ბრძენი ბ–ნი ბიძინა მაინც ყველაფერს დაალაგებს?
“ტრამპის, როგორც პრეზიდენტის მემკვიდრეობის ერთადერთი ელემენტი, რაზეც თანხმდებიან როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი ლიდერები, იყო ჩინეთთან ურთიერთობების რადიკალური გადახედვა. ბაიდენმა ჯამში გააგრძელა ტრამპის მიერ შერჩეული კურსი ბევრად უფრო ღია კონფრონტაციისკენ და ჰარისმაც მისი კამპანიისას პირობა დადო, რომ ამ კურსს გააგრძელებდა.
მაგრამ ტრამპს სურს გაზარდოს ფსონები და დააწესოს 60%-იანი ტარიფი ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე.
იმის გათვალისწინებით, რომ პეკინი სიმეტრიული ზომებით უპასუხებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს უპრეცედენტო სავაჭრო ომი ორ ზესახელმწიფოს შორის, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება ამერიკის და, შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკისთვის.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.