“ახლა ერთმანეთში გირაოს გადახდაზე აჩხუბებს ბიძინა” – ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
ეს აბსურდული საგამოძიებო კომისია მოიგონა ბიძინამ. არ გამოცხადებისთვის სასჯელი მოიგონა ბიძინამ. არ გამოცხადებულთა დასჯაც გადაწყვიტა ბიძინამ. გირაოც გამოუწერა ბიძინამ. ახლა ერთმანეთში გირაოს გადახდაზე აჩხუბებს ბიძინა. და აი რაში განაღვლებთ ვინ გადაიხდის გირაოს და ვინ არა ამაზე კამათი და ფეხების ბაკუნი? თემა რატოა ბიძინას მოგონილი აბსურდული გირაოს გადახდა/არ გადახდა, ნაცვლად იმისა რომ
თემა იყოს ის რაც პროტესტს გააფართოვებს? მაგალითად ის რომ რეჟიმი ყოველ დღე იკუმშება და იშლება. მაგალითად ის, რომ 26 მაისისთვის ვემზადებით. მაგალითად ის რომ ყველა უკანონო ჯარომა ანაზღაურდება. მაგალითად ის რომ ყველა უკანონოდ გაშვებული პატრიოტი მოხელე საჯარო სამსახურში აღდგება? ბიძინას დრაკის ფრიალზე როდემდე უნდა ირბინოთ მართლა მაინტერესებს?

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ