არქივი24 დეკემბერი, 2024, 23:56
"ახლა დროა აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი"

აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ზე წერს, რომ კონგრესის ორპარტიული წევრები ქართველების გვერდით დგანან.
"ქართველები ჩართულნი არიან ეგზისტენციალურ ბრძოლაში თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის და კონგრესის ორპარტიული წევრები დგანან მათ გვერდით.
ახლა დროა აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი", - წერია განცხადებაში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.