ახლა გახდა თურმე არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია – გია ცაგარეიშვილი გიორგი გახარიაზე

მაინტერესებს, 2012 წლისა და ყოველი მომდევნო არჩევნები, რომლითაც ბატონი გახარია ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა, ის არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ? – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, მაშინ გახარიას მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან შანსი არ აქვს, მათ შორის – ბარიერის გადალახვის.
“ვიდრე გახარია მთავრობის წევრი იყო, ნებისმიერი სტრუქტურისა და ფორმაციის ჩვენი მმართველობის პერიოდში, მაშინ ეს არჩევნები არ იყო მოტაცებული, იმიტომ, რომ გახარია იყო მინისტრი და ჩვენს მთავრობაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მაშინ მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, იმიტომ რომ შანსი არ აქვს, მათ შორის – ბარიერის გადალახვის, ახლა აღშფოთებულია და განიცდის. ახლა გახდა, თურმე, არჩევნების მომპარავი. რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუმცა შემიძლია, უფრო მკვეთრადაც თქმა, არც ამის მერიდება: ყველამ თავის გულში ჩაიხედოს”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას