ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალ წელს, მე აუცილებლად ვუმღერებ ჩემს სამშობლოს – თემურ თათარაშვილი

ახალ წელს, მე აუცილებლად ვუმღერებ ჩემს სამშობლოს – თემურ თათარაშვილი

მომღერალი თემურ თათარაშვილი საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია, რომელსაც ქართველი ერი ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდა, ქართველები ომშიც კი სიმღერით მივდიოდით, გვიხაროდა და ვიმარჯვებდით!
ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია ნებისმიერმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა საზოგადოების ნაწილმა პატარებს ახალი წელი მოპაროს. მჯერა, რომ ახალს განსხვავებული და კეთილი მოაქვს, საქართველოში მუდამ უნდა ისმოდეს, კუჩხი ბედინერი, კირიალესა და მრავალჟამიერი!
ახალ წელს, მე აუცილებლად ვუმღერებ ჩემს სამშობლოს.”– წერს თემურ თათარაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.