ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალ წელს ერთად რუსთაველზე! – პროგრამა

ახალ წელს ერთად რუსთაველზე! – პროგრამა

ერთი წელია, რაც რუსთაველის გამზირი იქცა უწყვეტი პროტესტის კერად. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გამარჯვებები და ტკივილები აქ არის აღბეჭდილი და კვლავ აქ იწერება მისი ისტორია. აქ ვზეიმობთ და აქ ვგლოვობთ, აქ ვხვდებით კვლავ ახალ წელს ერთად, რადგან აქ ვართ უწყვეტად 400 დღე და აქ ვიქნებით, სანამ ამის საჭიროება იქნება. იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია და იმიტომ, რომ შვილები არ გვაპატიებენ დანებებას. აქ ვხვდებით ყველა, განუსაზღვრელად მრწამსისა თუ შეხედულებების, პროფესიისა თუ ასაკის, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ყველასი და იმიტომ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია მისი უკეთესი მომავლის შენება.
საახალწლო პროგრამა დაიწყება 23:00 საათიდან პირველ სკოლასთან, სადაც მოვისმენთ სინდისის პატიმრების გზავნილებს, წინააღმდეგობაში მყოფი ხელოვანების კონცერტს და პროექტებს. პარლამენტის მიმდებარედ კი, შევძლებთ, გავუგზავნოთ გზავნილი მომავალ თაობებს რუსთაველიდან; ნაჭერზე აღბეჭდილი გზავნილები თბილისის მომავალი მუზეუმის ექსპონატად იქცევა. ახალი წელი ყველასია, ამიტომ ვისაც მოესურვება, შეუძლია მოიტანოს ტკბილი თუ ცხელი, ამბავი თუ პროექტი რუსთაველზე. შევხვდეთ ერთად ახალ წელს რუსთაველზე!

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.