ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულდა - მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან

„ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულდა - მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან

„ახალი თეატრთან“, სადაც მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობდა დასრულდა.
მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან.
„ახალი თეატრთან“ შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “საქართველო, საქართველო!”
მსახიობებმა და რეჟისორებმა დღევანდელ საპროტესტო მანიფესტზე განაცხადეს, რომ “ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, რათა ხმა ყველას მიაწვდინონ.
„ახალი თეატრი” გადის რეგიონებში. მივაწვდით ხმას ყველას. ნახავთ რა შეუძლია თეატრს. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს”,- განაცხადა მანიფესტის მსვლელობისას „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.