არქივი7 იანვარი, 2026, 01:10
ახალციხის შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინა

სამცხე-ჯავახეთის ყველა მართლმადიდებლური ტაძარი დღეს საზეიმოდაა მორთული - მართლმადიდებლები მაცხოვრის შობას ზეიმობენ.
ახალციხის შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში ელვარდ ზაზაძე ესწრებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.