ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალციხეში სატვირთოსთან მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად 32 წლის ქალი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო შეეჯახნენ, რის შედეგადაც, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი - 32 წლის ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.