არქივი5 მაისი 2025, 20:35
ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.