ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალციხეში გიდები გადამზადდნენ – ტურიზმის ადმინისტრაცია

ახალციხეში გიდები გადამზადდნენ – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეში გიდებისთვის ტრენინგი გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გადამზადების კურსი ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხესთან" თანამშრომლობით შედგა. „გიდის პროფესიული უნარები, რეგიონული ტურიზმის დაგეგმარება და პიროვნული ზრდა“-სასწავლო კურსს 26 დამწყები და პრაქტიკოსი კულტურული ტურიზმის გიდი ესწრებოდა. ტრენინგი ტურიზმის აკადემია „ნიუკას“-თან თანამშრომლობით მოეწყო.
ტრენინგის ფარგლებში თეორიული ლექციები და ინტერაქციული სემინარები გაიმართა. სასწავლო კურსი გიდის პროფესიის საბაზისო უნარებს მოიცავდა.
ტრენინგის მიზანია გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი ნორმებით პროფესიული უნარების ელემენტების პრაქტიკულო დემონსტრაცია და ათვისება.
სასწავლო პროგრამა ღვინის, გასტრონომიის და ტურისტული რესურსების შესწავლას და ტურისტული პროდუქტების დაგეგმარებას მოიცავდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის სრულიად უსასყიდლოდ ტრენინგებს აგრძელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.