არქივი4 იანვარი, 2024, 11:42
ახალქალაქის შესასვლელთან სატვირთო მდინარეში გადავარდა | დაიღუპა მძღოლი
ახალქალაქის შესასვლელთან სატვირთო მდინარეში გადავარდა | დაიღუპა მძღოლი
ახალქალაქი-ახალციხის გზაზე, ახალქალაქის შესასვლელთან, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა და მდინარეში გადავარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ის კაბინაში გაიჭედა და გამოსვლა ვერ მოახერხა. ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.